არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია გორში
18-04-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მოსწავლეთათვის სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია გორში მოეწყო. მათ მოინახულეს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი, გორის ციხე, გოგებაშვილის ბაღი.

ისინი ასევე დაესწრნენ 3D ფილმის - „მომავლის ზღვარი“ ჩვენებას, რომლის შემდგომაც მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ არბოს საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის წევრები.

მსგავსი ექსკურსიები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203