ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის რეგიონალურ შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს
18-04-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადახვა სპორტულ ღონისძიებასა და შეჯიბრებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრებებში - მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში, მონაწილეობდნენ. მათ, სპორტის ორივე სახეობაში მეორე ადგილი დაიკავეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთსა და ბადბინქტონში, ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის, 11 აპრილს, ამბროლაურის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.

სკოლა მათი წარმატებით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203