ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული სასწავლო პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალის ჩვენება მოეწყო
17-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად, პედაგოგებმა: ირინა ჩიტაიამ (ინგლისური ენის) და ინგა ხვიჩიამ (ქართული ენის), საბაზო საფეხურის VIII-IX კლასების მოსწავლეებთან  ერთად, სკოლაში, მოაწყვეს ინტეგრირებული სასწავლო პროექტის „Reading event- ის“ ფარგლებში მომზადებული მასალის ჩვენება. 

პროექტის მსვლელობისას მათ დაამუშავეს ქართველი და უცხოელი მწერლების ბიოგრაფიები და მათი შემოქმედება. 

პრეზენტაცია იყო საინტერესო, ინტერაქტიული, მიღებული ცოდნის გამოყენება- გააზრებაზე ორიენტირებული.

„ეს ყოველივე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თამამად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, შეძლონ ნასწავლი ლექსიკური ერთეულების, ენობრივი კონსტრუქციებისა და ცნებების პრაქტიკაში გამოყენება“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე გაიუმჯობესეს მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203