„თქვენ ჩვენი საიმედო მომავალი ხართ“- წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ
17-04-2024
წალკის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა - დიანა წულუკიძემ, ნიკა აბულაძემ და დათუნა შავაძემ სკოლა ასახელეს. 

კერძოდ, დიანა წულუკიძე პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულია, ხოლო ნიკა აბულაძე და დათუნა შავაძე საქართველოს ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

„საოცარი სიამაყით ივსება გული, როდესაც ჩვენი აღზრდილი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ. თქვენ ჩვენი საიმედო მომავალი ხართ“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები თითოეული მოსწავლის განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203