ბენარის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო თანამშრომლობითი ღონისძიება ჩატარდა
17-04-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, თანამშრომლობითი ღონისძიება ჩატარდა, ბენარის საჯარო სკოლაში, VIII- კლასის მოსწავლეებსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭვინთის საჯარო სკოლის V და VIII- კლასის მოსწავლეებთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებინ, ღონისძიების მიზანი იყო  მოსწავლეებს ჩამოყალიბებოდათ თანამშრომლობითი ურთიერთობის, პრეზენტაციისა და შემოქმედობითობის უნარები.

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი პედაგოგები: ბენარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო წალდაძე და ჭვინთის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია ფეიქრიშვილი გახლდათ. 

სკოლაში მადლობას უხდიან დირექტორებს: ნინო ფორჩხიძესა და გიორგი გაგნიძეს ხელშეწყობისთვის.

„წინსვლა და წარმატებები თითოეულ სკოლასა და მოსწავლეს“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203