განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა, ღონისძიება იმართება, რომელშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან.

მათ შორის იყო დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი კიშმიშ ღარიბიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დედებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბავშვებმა, ასევე მათ გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ლამაზი, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების-წარმოჩენას ხელს უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203