„სიყვარული - ეს არის ღმერთის სიცოცხლე ადამიანში“- თბილისის N178 საჯარო სკოლის VIII კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
17-04-2024
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნავს.
ამჯერად, VIIIა კლასში საკლასო პროექტ „ეპოქათა გადაძახილის“ რიგით მეორე ღონისძიება - „სიყვარული - ეს არის ღმერთის სიცოცხლე ადამიანში...“ გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დამრიგებელ ლია ჯანაშიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სიყვარული - ის ერთადერთია, რაც გონებას ავითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის, რაც გვწმენდს და გვათავისუფლებს“,- სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს