ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
17-04-2024
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა. ეს დღე პირველი (დამრიგებელი:თეა მესხი), პირველი (დამრიგებელი:სოფო ნასყიდაშვილი), მეორე (დამრიგებელი:მაგდა გელენიძე) და მეხუთხე (დამრიგებელი:ნინო თუთისანი) კლასების მოსწავლეებმა ძვირფას დედებს სიყვარულითა და გაბრწყინებული თვალებით მიულოცეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა და მათმა პედაგოგებმა მართლაც რომ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს დედებს. პროექტის კულმინაცია იყო, ზეიმის დასასრულს პირველ კლასში თაიგულებით ხელდამშვენებული მამების შესვლა, რამაც განსაკუთრებულად გაახარა დამსწრე საზოგადოება.

დედის დღეს, 9 აპრილისა და დედაენის დღის ზეიმები მოჰყვა. აქ თავი პირველმა და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა - ლაურა ბაბლუანმა და საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა - ვერა ხობუამ გამოიჩინეს.

„დაწყებითი კლასების კათედრა აქტიურობითა და საზეიმო ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სკოლის დირექცია აფასებს მასწავლებლების გაწეულ ყოველ ძალისხმევას, რაც უკავშირდება სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმის გაუმჯობესებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203