„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - საინტერესო პროექტი ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში
17-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი კვირეულით აღინიშნა. 

„ქართული ენის კვირეულის“, ფარგლებში, 15 აპრილს, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, სახელწოდებით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. 

მოსწავლეებმა: ილია ლობჯანიძემ, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, თამთა და ანანო ახალაძეებმა, მარიამ ალხაზაშვილმა და მარიამ ოქროპირაშვილმა, პროექტი, დამრიგებელისა და ქართულის მასწავლებელის ნინო ბენდელიანის ხელმძღვანელობით განახორციელეს. 

მონაწილეებმა მეტად საინტერესოდ და ემოციურად ისაუბრეს მშობლიურ ენაზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და მათ ღვაწლზე, მამულიშვილებზე, რომლებიც ფინანსურად ეხმარებოდნენ აღნიშნულ საზოგადოებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრეებმა ძალიან კარგად შეაფასეს მოსწავლეთა ნაშრომი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203