დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ტუნაძეების საჯარო სკოლაში
17-04-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ცხადია სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებით აღინიშნა ქართული ენის დღეც, ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ინდივიდუალიზმისთვის, მათ ამ დღის არსი გაითავისეს და დაარსების ისტორიაზეც ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203