დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
17-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელია. დღე ,რომელმაც დღევანდელი აწმყო შექმნა, უხილავად ჩვენს მომავალსაც განსაზღვრავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ახალმა თაობებმა გააცნობიერონ არსი და დატვირთვა იმ მოვლენებისა, რომლებიც 9 აპრილს განვითარდა“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამ მიზნით, დამიის საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა ეს თარიღი. მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს პრეზენტაცია, გაიხსენეს 9 აპრილის ისტორიული მოვლენები და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს პროცესებზე, რომლებიც წინ უძღოდა 9 აპრილის მოვლენებს, მათ ასევე აღნიშნეს ახალგაზრდების როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაში.

მეცხრეკლასელებმა ასევე მოამზადეს პოსტერები და საინფორმაციო შინაარსის კედლის გაზეთი.

აქტივობა კონსულტან-მასწავლებლის - მ.გუნიას ხელმძღვანელობით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203