„მეგრული სამზარეულო“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის V კლასში საინტერესო ️პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
17-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის V კლასში ჩატარდა ️პროექი-გაკვეთილი „მეგრული სამზარეულო“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება მეგრული კერძები.

გაკვეთილზე წარდგენილი იყო: ღომი, მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, სულგუნი, ხარჩო, საცივი, ჭადი, ჭვიშტარი, ჭყინტი ლობიო მეგრულად.

️პროექტი ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეები თავად მონაწილეობდნენ თითოეული კერძის მომზადებაში, სადაც შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ახალი უნარები შეიძინეს.

მოსწავლეთა მომზადებული კერძები ჟიურის წევრებმა შეაფასეს ვიზუალურად და დაგემოვნებით.

„პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ „კეთებით სწავლებას“ უწყობს ხელს და სწავლისადმი მოტივაციას ზრდის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

️სკოლაში მშობლებს დახმარებისა და გვერდით დგომისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203