ტობანიერის საჯარო სკოლის პირველკლასელები დედაენის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
17-04-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პირველკლასელები დედაენის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ. 

ღონისძიება ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში გაიმართა. 

საგანგებოდ, კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგნენ და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

„თამამად ვთქვათ, ეს ბავშვები სცენისთვის არიან დაბადებულები მათი დებიუტი შედგა... ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ“,- ასე შეაფასეს სკოლაში მოსწავლეთა გამოსვლა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მადლობას უხდიან კულტურის ცენტრს ამ შესაძლებლობისთვის, სკოლის ხელმძღვანელს ია მეფარიშვილს მხარდაჭერისთვის და როგორც სკოლაში უწოდებენ, საიმედო, უღალატო, დაუზარელ მუსიკის პედაგოგს მაია ქართველიშვილს, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203