ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
17-04-2024

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აპრილის თვე სპორტული მიღწევებით დაიწყეს.

ძმები - ნიკა და ამიკო ცეცხლაძეები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში U17 და U15 ასაკობრივ ჯგუფებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სპორტულ კარატეში, რომელიც გაიმართა საქართველოს ეროვნული ფედერაციის ეგიდით OPEN GORI, მეექვსეკლასელმა - გიგი აბაშიძემ ოქროს მედალი დაიმსახურა, მისმა ძმებმა კი - მეორეკლასელმა ლუკა აბაშიძემ - ვერცხლის მედალი, ხოლო მეხუთეკლასელმა - იაგო აბაშიძემ ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. 

ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს აგრეთვე და-ძმამ ნიკოლოზ და ნატა ლორიებმა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203