დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
17-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, სწორედ ამიტომ,  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ასეთივე პატრიოტული სულისკვეთებით აღინიშნა ქართული ენის დღე, რომელსაც სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება I კლასში, ქართული ენის პედაგოგისა და დამრიგებელის მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა.

მოსწავლეებმა მასწავლებლისაგან მიიღეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბავშვები თემატურ ვიდეო და ფოტომასალასაც გაეცნენ.

აღნიშვნას VIII კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, პატარებს 14 აპრილი მიულოცეს და მათთან დიალოგი გამართეს.

სკოლში, ასევე მოეწყო ნაწერების გამოფენა, პატარების მიერ შექმნილი „დედა ენების გამოფენა“, ჟღერდა პატრიოტული ლექსები, შეძახილები და სიმღერები სამშობლოზე, რამაც დღე მეტად ემოციური გახადა. 

„სახელმწიფო ენის დაცვა მომავალი თაობებმა უნდა გააგრძელონ და თვალისჩინივით გაუფრთხილდნენ ქართულ ენას!

ქართული მარტო ენაა?! - ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა
!“, -  ამ სიტყვებით კი დასრულდა პატრიოტული ღონისძიება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203