ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო კავშირის ბენეფიციარებს ღონისძიებით ესტუმრნენ
17-04-2024
ყვარლის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, მასწავლებელ თინა ნაზრიშვილის ხელმძღვანელობით, „საქველმოქმედო კავშირი თემის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.
მათ ადგილზე შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს, მოაწყვეს კონცერტი, შესაძლებლობები გამოავლინეს, ბენეფიციარები გაახარეს და დღე გაულამაზეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებამ მათ საჩუქრები მიუტანა.
„თემის წევრები კმაყოფილები იყვნენ. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თემის ხელმძღვანელს - ზურა ლუარსაბიშვილს, გულთბილი მიღებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს