ჩხიკვთას საჯარო სკოლის აბელიანის კორპუსის მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ტარდება.

ამჯერად, სკოლის აბელიანის კორპუსის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მათ იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ ძვირფასი და მდიდარია ქართული ენა.

ეს დღე ძალიან ემოციური და საინტერესო იყო.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნატა ბერიანი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203