დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
17-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ამჯერად, წარმატებას მოსწავლეებმა - ნინი ყვირილიანმა, მარიამ სილაგაძემ, ალექსანდრე გუგავამ, სოსო ახვლედიანმამ გეგა ჭაბუკიანმა და მათმა კურატორმა პედაგოგმა - გვანცა ჭაბუკიანმა მიაღწიეს.
მათ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, რომლის თემაც იყო „საქართველო ევროპაა“ გაიმარჯვეს. ახლახან, სკოლაში აღნიშნული პროექტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს და საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებმა კონკურსში გამარჯვებულებს ნოუთბუქები და სპეციალური პრიზები გადასცეს.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საინტერესო შეხვედრისა და ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის“,- სტუმრებს სკოლაში მადლობას უხდიან.
თავად კონკურსის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისებაა, ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.
სამოქალაქო კამპანია - „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს