ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ექიმები პირის ღრუს მოვლაზე ესაუბრნენ
17-04-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებს სტომატოლოგიური კლინიკის - „სენადენტი“ ექიმები შეხვდნენ. ისინი მეოთხეკლასელებს ესაუბრნენ, თუ როგორ მოუარონ პირის ღრუს და შეინარჩუნონ ჯანსაღი კბილები.
შეხვედრაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა ექიმებს ყურადღებით მოუსმინეს და მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს. სტუმრებმა კი მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„დასამახსოვრებელი და საინტერესო დღე იყო მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის. ექიმებმა მათ უსურვეს, რომ ყოველდღიურად, რაც შეიძლება მეტი და მეტი ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი შექმნან“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს