მესხეთის საჯარო სკოლის ეზოში ზეთისხილის ნერგები დაირგო
17-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაშია“ ჩართული. მის ფარგლებში, სკოლის დირექტორის - ნაზი სადილიანის თაოსნობითა და  შპს „ქართული ზეთისხილის“ კომპანიის დირექტორ ნელი გეთიაშვილის დახმარებით, გამწვანების აქცია გაიმართა. 

ნელი გეთიაშვილმა სკოლას ზეთისხილის 10 ნერგი უსასყიდლოს გადასცა, ხოლო ნაჩუქარი ნერგები სკოლის გუნდის „წაბლიანას“ წევრებმა ეზოში დიდი სიყვარულით დარგეს. 

მოსწავლეები და პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სკოლის დირექტორსა და შპს „ქართული ზეთისხილის“ კომპანიის ხელმძღვანელს, ასეთი კეთილი ინიციატივისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203