ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
17-04-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობების გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამის დასტურია ისიც, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. მასში VI-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ჟიურიმ კი გამარჯვებული კონკურსანტები გამოავლინა:

  • პირველი ადგილი - ლუკა კალაიჯანი, VIII კლასი;
  • მეორე ადგილი - მარიამ კეპულაძე, VIII კლასი და სანდრო კუჭავა, VI კლასი;
  • მესამე ადგილი - ნუცა სურამელი, VIII კლასი. 
აქტივობამ წამატებით და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203