ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ემოციური და დაუვიწყარი საგაზაფხულო ღონისძიება
17-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გაზაფხულს და დედას“, რომელიც მე-2 კლასში, მასწავლებელ გალია ბადასიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მეორეკლასელებმა ღონისძიებაზე დედასა და გაზაფხულზე ლამაზი ლექსები წარმოთქვეს, იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება ძალიან საინტერესო, ლამაზი და ემოციური იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203