წყალტუბოს N1 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ
17-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგ ნატო ჯოხაძის სადამრიგებლო - მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე დადიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. 

მონაწილეები სალექციო ფორმატში გაეცნენ, როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ შენარჩუნდა. მოსწავლეებმა ასომთავრულ ნაწერებზე იმუშავეს, გაშიფრეს აფორიზმები და ქართული ხალხური ანდაზები. 

გარდა ამისა, მათ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული კომპოზიცია - ქართველი პოეტები ქართულ ენაზე, გაზაფხულსა და სიყვარულზე, გამართეს.

აქტივობები პედაგოგების ნინი ცხაკაიასა და ნატო წერეთლის ჩართულობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203