„მარიტა“ - სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართა
17-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, ყველა მნიშვნელოვანი დღე აქტივობით, ღია გაკვეთილითა თუ შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნება.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სალომე ქობალიამ სიყვარულის დღისა და სკოლაში მიმდინარე დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საჩვენებელი ლიტერატურულ-თეატრალური წარმოდგენა - „მარიტა“ - სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი“ (გიორგი ლეონიძის „მარიტას“მიხედვით) ჩაატარა.

მასში VIIl კლასის (დამრიგებელი - თ.ივანეიშვილი, ქართულის მასწავლებელი - ს.ქობალია) მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გიორგი ლეონიძის მოთხრობის სიუჟეტი, მაყურებლის წინაშე, შთამბეჭდავად წარადგინეს და ცეკვებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მესამე კლასის ორი მოსწავლე - გაბრიელ ხვედელიძე და ქეთი ბენდელიანი მონაწილეობდნენ, რომლებმაც კლასის დამრიგებელ თ.ივანეიშვილთან ერთად, ხალხური სიმღერა შეასრულეს.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, სკოლის სასწავლო ნაწილი, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და სხვადახვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

„ეს დღე იყო სულისა და გულის გამოძახილი, სიყვარულის საგალობელი და იმის სათქმელი: „რომ ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წყვდიადს“, მაგრამ მარადიულია სიყვარული. ის „არასდროს არ გადავა“.
ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება და საუკეთესოს ტიტულიც უბოძეს“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203