
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეერკინნენ.
სკოლაში გაიმართა ვიქტორინა, სახელწოდებით - „სახალისო მათემატიკა“.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა III, IV, V, VII, VIII და IX კლასებში გაიმართა და მასში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა აქტიურად იყვნენ ჩართულები საინტერესო ამოცანების ამოხსნაში და თავიანთ პასუხებსა და მოსაზრებებს თამამად აფიქსირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა მასწავლებლების: ელენე სიხარულიძისა და ეთერ ქარქუზაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: