„კვანტური სამყარო და კვანტური გამოთვლები“ - საინტერესო ლექცია-სემინარი ტობანიერის საჯარო სკოლაში
16-04-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი ჩატარდა, თემაზე -„კვანტური სამყარო და კვანტური გამოთვლები“.

აღსანიშნავია, რომ ლექციით სკოლამ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებს: კახაბერ თავზარაშვილსა და ირაკლი ნოსელიძეს, უმასპინძლა. 

სტუმრებმა ისაუბრეს იმ მოულოდნელი კანონზომიერების შესახებ, რომელსაც ადამიანი ხვდება მიკროსამყაროს მასშტაბში, ატომისა და კიდევ უფრო მცირე ზომის ნაწილაკების სამყაროში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვანტურ კანონებზე დაყრდნობით კაცობრიობა დგამს პირველ ნაბიჯებს კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად, რომელიც დღეისათვის არსებულ არაერთ პრობლემას მოაგვარებს.

ლექცია-სემინარის შემდეგ მოსწავლეებმა მოირგეს VR სათვალეები და ასევე აამუშავეს დაპროგრამებული მცირე რობოტები.

სკოლაში მადლობას უხდიან პროფესორებს საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203