გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ 
16-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლების წახალისებას დაკავდნენ სპორტული აქტივობებით დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 

ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ბოლოს გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომლებიც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203