9 აპრილისადამი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში
16-04-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან და შთააგონებენ იმ ღირებულებებს, რის ფასადაც საქართველომ მრავალ ჭირ-ვარამს გაუძლო. 

ცხადია საკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა 9 აპრილიც - დღე ტკივილისა და დღე გამარჯვების.

მოსწავლეებმა არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“ და გაიხსენეს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, მოამზადეს პრეზენტაციები, გააკეთეს ფაქტების მიმოხილვა, გამართეს დისკუსია, იმსჯელეს 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ და ბოლოს, გაანალიზეს ოთარ ჭილაძის სიტყვა- „ვგმობ სისასტიკეს!“. 

დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203