„ახალგაზრდა მეწარმეები“- სამების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
16-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეთა ინტერესს იწვევს და მათ 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავებაში ეხმარება. 

ამჟამად, სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „ახალგაზრდა მეწარმეები“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შედგა მშობლებთან შეხვედრა, რომლის დროსაც ნაწილმა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

მშობლები მოსწავლეებს თოჯინების და აქსესუარების შექმნაში დაეხმარნენ და მისცეს რჩევები მომავალი საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ კლუბი დაარსდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203