კარწახის საჯარო სკოლაში აკაკი წერეთლის შემოქმედებას ორენოვანი ღონისძიება მიეძღვნა
16-04-2024

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, დედაენის დღის ფარგლებში, დიდი ქართველი მწერლის - აკაკი წერეთლის დაბადების დღე აღინიშნა ქართულისა და სომხური ენის კათედრის მონაწილეობით.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე წარადგინეს აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან ფრაგმენტები, ლექსები, სიმღერები, აკაკის ფრაზები. ღონისძიება წარიმართა ქართულ და სომხურ ენებზე.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორი ენის კათედრის ურთიერთთანამშრომლობაზე“, - ამბობენ სკოლაში.

აკაკი წერეთლის შემოქმედებითმა საღამომ საინტერესოდ ჩაიარა

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დადებითი შეფასებები მიიღეს სკოლის დირექციისგან, მათთვის მნიშვნელოვანია სკოლაში განხორციელებული ყველა აქტივობა, რაც ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203