მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებსა და მის შედეგებს საინტერესო პრეზენტაციით გაეცნენ
16-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 9 აპრილს აქტივობები მიეძღვნა.

მოსწავლეები 1989 წლის 9 აპრილს მომხდარ მოვლენებსა და მის შედეგებს, სლაიდების საშუალებით, გაეცნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203