ეწერის საჯარო სკოლაში „მათემატიკური ვიქტორინა“ გაიმართა
16-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში კონკურსი - „მათემატიკური ვიქტორინა“ გაიმართა. მისი ორგანიზატორი ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი - მეგი გიორგაძე იყო, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

კონკურსში მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნაც გაიღრმავეს. 
 
მათემატიკური აქტივობებით დატვირთული შერკინება ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას ჰყავდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე სოფლის თემის წარმომადგენლებიც იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203