იელის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ელისაბედ ფანგანმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნა
16-04-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა.
სკოლის VI კლასის მოსწავლემ - ელისაბედ ფანგანმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა 1991 წლის 9 აპრილს, გამთენიისას დატრიალებული ტრაგიკული ამბები. მან გააკეთა ისტორიული მიმოხილვა, პრეზენტაციაში ისაუბრა რის ფასად მოიპოვა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
„გმირებს მომხსენებელმა და მსმენელებმა ერთად „შეუთვალეს“ კიდევ და კიდევ „მადლობა თავისუფლებისათვის!“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს