ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
16-04-2024
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად ეწყობა. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც.
სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები მოეწყო, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი სიყვარულით ჩაერთნენ.
მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ეს დღე ყველას მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს