დამიის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
16-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქვეყნის ისტორიისთვის.

ბავშვებმა ასევე თემატური პლაკატები, ბროშურები გააკეთეს, სადაც საინტერესო ინფორმაციები დაიტანეს.

ეს დღე ემოციური და ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203