დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე აღნიშნეს - ინგლისური ენის მასწავლებლის - იზო დანელიას საინტერესო ღონისძიება
16-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, ევროპელი ავტორების დღესთან დაკავშირებით, მე-6 კლასში თემატური ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლის - იზო დანელიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მეექვსეკლასელებმა მათ მიერ წაკითხული ევროპელი ავტორების ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. გარდა ამისა, მათ საყვარელი მწერლების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მათ მიერ არჩეული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებზე, მათ თვისებებზე პრეზენტაცია გამართეს. ასევე, ნამუშევრები შექმნეს და მათთვის დასამახსოვრებელი ეპიზოდები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203