ქართული ენის დღესასწაული დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში - პედაგოგ რუსო გაგუასა და მე-7 კლასელების საინტერესო ღონისძიება
16-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული აქტივობებით აღინიშნება.
სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედაენის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები მე-7 კლასში გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, პედაგოგ რუსო გაგუას ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ქართული ენის ისტორიის, მისი მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს