ნინოწმინდის N1 სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის მასწავლებლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
16-04-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით კი, ქართული ენის მასწავლებლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს. მასში მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ ლექსები წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203