ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
16-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო კონკურსებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

ამჯერად, სკოლა მონაწილეობდა კონკურსში - „ეს ქვეყანა შენია“, სადაც გამარჯვება მოიპოვა განაცხადით, რომელიც ეხებოდა რელიგიური ტოლერანტობის თემას.

ურავის საჯარო სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, ასევე მათი კურატორი პედაგოგი საზეიმოდ დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დააჯილდოვა კომპიუტერებით. 

სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიაზაციას ამ შესაძლებლობისთვის. 

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ასეთი დიდი ყურადღებისთვის და ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203