„მოდელების შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში“- საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაზე საინტერესო იდეით წარდგნენ
16-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

14 აპრილს წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა „მოსწავლეთა რაიონული სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია-2024“, სადაც საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თემა ბიოლოგიაში -„მოდელების შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში“, ასევე გამოფინეს სისხლის ჯგუფების მოდელები, მწეველი ბოთლის მოდელი, ცილის მოდელი, რომლებიც შექმნეს ბიოლოგიის კურსის შესწავლისას, პედაგოგის ანნა წულაიას ხელმძღვანელობით.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კომუნიკაციის, თავდაჯერებულობის, პრეზენტაციის, მოსმენის, საჯაროდ გამოსვლის უნარების განვითარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203