„სიყვარული ცხოვრების შემომქმედია“ - მორიგი შთამბეჭდავი დღე ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში
16-04-2024
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამ მიზნით კი არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში სიყვარულის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას ბუშტები და შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

„სრულიად საქართველოს და საქართველოს მოყვარულთ ვულოცავთ სიყვარულის დღეს. „სიყვარული ცხოვრების შემომქმედია“,- ამ გზავნილებით აღინიშნა სიყვარულის დღე სკოლაში. 


იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203