ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
16-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

აღსანიშნავია, რომ ამჯერად მოსწავლეები, 11 აპრილს, ზესტაფონის მხარეთმცოდნდობის მუზეუმში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც ვაჟებს შორის გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ილემის სკოლას წარმოადგენდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები: დემეტრე თურმანიძე და საბა შარიქაძე, დამრიგებლის ირინე სხილაძის ხელმძღვანელობით; მე-2 კლასის მოსწავლეები: უჩა სირაძე და გიორგი წასიძე, დამრიგებლის ასმათ სხილაძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა მაღალი კონკურენციის პირობებში მოახერხეს თავიანთი შესაძლებლობებისა და სკოლის წარმოჩენა. აღსანიშნავია, რომ გიორგი წასიძე საპრიზო ადგილით დაუბრუნდა მშობლიურ სკოლას.

სკოლა ულოცავს წარმატებას მოსწავლეებს და ამაყობს მათი მიღწევით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203