ხვანჭკარის საჯარო სკოლის გოგონებისა და ბიჭების გუნდებმა ბადმინტონში, რეგიონულ თამაშებზე წარმატებით იასპარეზეს
16-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სხვადსხვა შეჯიბრში დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად სკოლა ამაყია პატარა სპორტსმენების რეგიონულ თამაშებში მიღწეული წარმატებით. 

აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ - ის ფარგლებში, გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული თამაშები.

აღნიშნულ ღონისძიებაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების გოგონებისა და ბიჭების გუნდები მონაწილეობდნენ.

ხვანჭკარის საჯარო სკოლის გოგონების და ბიჭების გუნდებმა გაიმარჯვეს ბადმინტონში და დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებში მონაწილეობის საგზურიც მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტის მასწავლებელი კახაბერ სურგულაძე გახლავთ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203