ახალშენის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
16-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მზევინარ სალაძესთან ერთად მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა დიდი პატივით შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ მიულოცეს დედა ენის დღე კლასელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. 

დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი ხასიათის გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203