თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში 9 აპრილს თემატური აქტივობა მიეძღვნა.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ი.არევაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის გმირები და შექმნეს პოსტერი - „გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები“. მოსწავლეებს დამრიგებელი აღნიშნულ თარიღზე ვრცლად ესუბრა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სამშობლოს მოვლა და დაცვა სჭირდება.
აქტივობას გივი ძნელაძის ლექსი - „სიამაყე“ გასდევდა:
„დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი -
ამაზე მწყდება ძალიან გული...
სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ -
ამაზე როგორ არ დამწყდეს გული!..
მე ვარ - ქართველი,
შენ - საქართველო, -
ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი:
ვარ შინაარსი შენი სახელის
და სიამაყე არ მინდა მეტი!“
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები: