ხაიშის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ინტელექტუალური შეჯიბრით აღინიშნა
16-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში დედაენი დღის აღსანიშნავად „ეტალონის“ იმიტირებული შერჯიბრი მოეწყო და მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტში შეერკინნენ. 

შეჯიბრი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა და მასში მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის  მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თითოეულ გუნდის კაპიტანს გადაეცა პრიზები.

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე  მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა და  კონკურსი. საუკეთესო  გაზეთის წარმდგენ კლასს კი სიგელი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ დღე კიდევ უფრეო ემოიური გახადა მოსწავლეთა მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა და ემოციურმა სიტყვებმა, სადაც ხოტბა შეასხეს ქართულ ენას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ნატო და თამარ მასწავლებლები, ასევე საორგანიზო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-11 და მე-10 კლასების მოსწავლეები: მარიამ გერლიანი, მარიამ აბესაძე, მარიამ ჭკადუა და ნატალი გუგუსიანი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203