„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“ -  ორი საგნის ინტეგრირებული საინტერესო გაკვეთილი იანეულის საჯარო სკოლაში
16-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და გაკვეთილებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური აღზრდის ინტეგრირებული გაკვეთილი მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც I-II-VI კლასებში ჩატარდა.

გაკვეთილი თემა „გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“ გახლდათ. გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ლალი წულაი, ზვიად კეკელიძე.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203