„9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ -  პატრიოტული ღონისძიება ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
16-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჩაისუბნის საჯარო სკოლის Vlll კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ ნაირა ყურშუბაძესთან ერთად ჩაატარეს თემატური საღამო: „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“.

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლების მოპოვებისთვის მშვიდობიან მომიტინგეებს, რომელსაც 21 ადამიანი შეეწირა, აქედან 17 ქალი და 4 მამაკაცი. თემატურად ასახეს ტრაგედიიდან თავისუფლებამდე განვლილი გზები, წაიკითხეს ლექსები, მათი სულის მოსახსენებლად დაანთეს სანთლები და უმღერეს ერთიან ძლიერ თავისუფალ საქართველოს.

„დაე ჩვენს პატარებს ეცხოვროთ ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203