იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტები გახდნენ
15-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში წარმატებით ერთვებიან.

ამჯერად, ბავშვები კონკურსში - „როგორ წარმოგიდგენია საბავშვო უნივერსიტეტი“ მონაწილეობდნენ. კონკურსის ფინალისტები გახდნენ მოსწავლეები:  ანა კალანდაძე ( IX კლასი), ლიზი კალანდაძე (VII კლასი).

მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები და ხედვა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს კიდევ ბევრ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203