კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში წვლილი შეიტანეს
16-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო ტყის საერთაშორისო დღისა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომლებიც ჩატარდა ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო ტყის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, როგორც საყოფაცხოვრებო პირობების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით. მათ ასევე ტყეში გაისეირნეს, სადაც გადაიღეს ფოტოები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის შემოგარენი და დარგეს ხე-მცენარეები.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს 21 მარტს აღინიშნება ასევე დაუნის სიდნრომის მსოფლიო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, დღის სიმბოლო ჭრელი წინდები მოირგეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

მოსწავლეებმა აქტივობების მეშვეობით თავიანთი ემოციები გამოხატეს.

„საბედნიეროდ, დღეს, სახელმწიფოსა და პროფესიონალი ექიმების თუ კეთილი ადამიანების დახმარებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვენთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან ინტეგრირებულნი არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203